ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება და მათი დანერგვის ძირითადი პრინციპები

image
პროგრამის მიზანი:

ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ QUIS-ის ფარგლებში, "ISO Consulting" ახორციელებს ცნობიერების ამაღლების ტრენინგს "ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება და მათი დანერგვის ძირითადი პრინციპები".
 

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ევროპული სტანდარტების დანერგვას, თავისუფალი ბაზრის კონკურენციის გზით. ზემოთხსენებული ეხმიანება ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას.

პროექტს ახორციელებს გერმანიის თანამშრომლობა (GIZ), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) ერთად. ინიციატივის ფარგლებში მოხდება ხარისხის ინფრასტრუქტურის (QI) განვითარება და კერძო სექტორის მხარდაჭერა ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

ტრენიგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

ინდუსტრიულ სექტორში მომუშავე კომპანიები, მათ შორის:

  • სამშენებლო სექტორი (მშენებლობა, პროექტირება, სამშენებლო მასალების წარმოება)

  • ტექსტილის მწარმოებლები

  • ხის პროდუქტების და სათამაშოების მწარმოებლები

  • ავეჯის მწარმოებლები

  • დაბალვოლტიანი მოწყობილობები (LVD) მწარმოებლები

  • პერსონალური დაცვის საშუალებები (PPE) მწარმოებლები

 

მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ ზემოაღნიშნულ სექტორებს, მაგალითად:

  • ლოჯისტიკური კომპანიები

  • სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები

  • სამშენებლო ლაბორატორიები ან სხვა სერვის პროვაიდერები

 

შენიშნვნა: პროექტი არ ფარავს სამედიცინო, სურსათის წარმოების/მიწოდების, სასმელების წარმოების/მიწოდების, თამბაქოს, აგროსექტორის საქმიანობებს.

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

ტრენინგის ლოკაციები და თარიღები:

I ეტაპი

** 2025 წლის ნოემბერი - დეკემბერი:
** თბილისი: 25 ნომებერი
** ბათუმი: 4 დეკემბერი
** ქუთაისი: 9 დეკემბერი

II ეტაპი

იანვარ-თებერვალში ტრენინგები ჩატარდება შემდეგ 3 ლოკაციაზე:

** ახალციხე: თებერვალი (თარიღი დაზუსტდება)
** ზუგდიდი: თებერვალი (თარიღი დაზუსტდება)
** თელავი: იანვარი (თარიღი დაზუსტდება)

 

ტრენინგეზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულოა ონლაინ რეგისტრაცია